მავთულხლართები

მიხეილ სააკაშვილი: ოკუპანტები უპრეცედენტოდ აქტიურობენ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა ბოლო პერიოდში ადგილობრივებს იმაზე მეტი სახნავ-სათესი მიწა წაართვეს, ვიდრე 2008 წელს. როგორც სააკაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელ ტოივო კლაართან შეხვედრისას თქვა, ბოლო პერიოდში საქართველოში ოკუპანტების უპრეცედენტოდ დიდი აქტივობა შეიმჩნევა. 

"ოკუპანტები უპრეცედენტოდ აქტიურობენ. მათ დამატებით მიითვისეს კიდევ რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა. მათ უფრო მეტი სახნავ-სათესი მიითვისეს და წაართვეს ადგილობრივებს და საზოგადოებას, ვიდრე 2008 წელს - ლიახვის ხეობაში. რა თქმა უნდა, ეს ატარებს განსაკუთრებით პროვოკაციულ და საშიშ ხასიათს. ვფიქრობ, რომ ამას აქვს პოლიტიკური მიზნები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევაკავოთ შემდგომი პროვოკაციები, გამოვიჩინოთ სიმტკიცე და მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ხალხს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს ტოივო კლაარს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაწეული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.

კომენტარები