ოკუპაცია

ენგურის ხიდთან ახალგაზრდებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

smo.ge

პროფკავშირების ახალგაზრდულმა გაერთიანებამ და ზუგდიდის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა დღეს ენგურის ხიდთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა. ისინი ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ რუსული აგრესია მათაც ხმამაღლა გააპროტესტონ.

სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდეს, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს.

კომენტარები