ვიზების ლიბერალიზაცია

ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესს შეაფასებს

mfa.gov.ge

საქართველოს 10-11 ოქტომბერს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მისია სავიზო ლიბერალიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესს შეაფასებს.

"თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ჩვენ არა მარტო ასოცირების და მასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პარაფირებას მოვახდენთ, არამედ საუბარი იქნება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზეც. სწორედ ეს მისია შეაფასებს სავიზო ლიბერალიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესს. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს პროგრესი დაფიქსირდეს ვილნიუსის სამიტზე, რათა შემდგომ მოგვეცეს საშუალება ძალიან სწრაფად განვავითაროთ სავიზო ლიბერალიზაციის ორივე ეტაპი", - განაცხადა ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები