სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალ

ირაკლი ალასანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო

საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის სრულფასოვანი წევრი ხდება, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ოფიციალური განცხადება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე გააკეთა. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში, სამხედრო თანამშრომლობებში. განვიხილეთ ასევე ვაშინგტონში ჩვენი ბოლო შეხვედრის შედეგები და დავსახეთ უახლოესი მომავლის ამოცანები. საქართველოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ სრულფასოვანი წევრები, ვაცნობე მინისტრებს. პროცედურები დაახლოებით ერთ წელს წაიღებს, მაგრამ მომავალი წლიდან ჩვენ გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ასევე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი NATO-ში ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები