პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ელისაშვილი: მისაჯირყვნად დაგვიძახეს და მიგვჯირყვნეს

radiotavisupleba.ge

ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი პრემიერმინისტრის შეხვედრას მედიახელმძღვანელებთან და ტელეგადაცემების წამყვანებთან აფასებს - "მისაჯირყვნად დაგვიძახეს და მიგვჯირყვნეს", - ამბობს ელისაშვილი.

"მიუხედავად ცხარე კამათისა, მთავარია, რომ არჩევნებიდან ერთი წლის თავზე მივიღეთ ისეთი ქვეყანა, როდესაც პირადად მე არ მეშინია, რომ პოლიცია რაღაცას ჩამიდებს, გლდანის ციხეში ცემით გამბერავენ და ჯაშუშობას დამაბრალებენ", - ამბობს ელისაშვილი.

ჟურნალისტის თქმით, შეხვედრაზე მას კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე თავის მართლება უწევდა.

"მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის აზრზე დარჩა, მე ჩემს აზრზე ვრჩები - როგორც აქამდე მიმყავდა გადაცემა, ზუსტად ისე წავიყვან. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს ცოტა სხვაგვარი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტიკაზე", - თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები