ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

არასამთავრობოები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ღია წერილით მიმართავენ. ორგანიზაციები სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ 2007 წელს შეტანილი სარჩელის დაჩქარებულად განხილვას სთხოვენ. წერილს საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის წარმომადგენელი მამუკა ჟღენტი ავრცელებს.

სარჩელი რუსეთის მიერ 2006 წელს ქართველების მასობრივ დეპორტაციას ეხება. ამ დროს რუსეთმა 2400-მდე საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა.

ღია წერილის ავტორი ორგანიზაციები - ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი(GIEV), გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS), ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია(NALAG), საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი(GISS) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია(GRASS) არიან.

 

კომენტარები