ქუთაისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს სასტუმრო "ვიქტორიას" მესაკუთრე არჩილ ტ. და ადმინისტრატორი მარინა ლ, სასტუმრო "კოსმოსის" ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნანა ა, სასტუმრო "ლუქსის" ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნუნუ ს. და სასტუმრო "ბაკურის" ადმინისტრატორი ნორა ს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საუნის ადმინისტრატორი და მესაკუთრე - როზა ტ. და ოთარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე პირები მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

კომენტარები