ივანიშვილი: 100 საწარმო ვთქვი და 205 დავაფინანსეთ

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიზნესცენტრში ექსპერტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველა დაპირება, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ ნაწილში, გადაჭარბებით შესრულდა.

"ჯერ დაპირებებზე დავიწყოთ საუბარი, ექსპერტები ხართ და არ ხართ ნაციონაური მოძრაობის აგიტატორები. როდესაც ამბობენ დაპირებებს, როდესაც პოლიტიკოსი გამოდის და ამბობს, ჩენ ამას გავაკეთებთ და არ ამბობს კონკრეტულ დროს, იქ იგულისხმება სულ მცირე საარჩევნო პერიოდი - ოთხი წელიწადი. ახლა დავიწყოთ რა ვერ ავასრულეთ და სად გვაქვს პრობლემა. მე გეუბნებით წინასწარ და ვიცავ თავს, აგერ ხართ თქვენ, გაერთიანდით და რამდენიც გინდათ იმდენი მითხარით. ყველგან ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გავაკეთეთ, სამართლიანობის აღდგენის პროცესშიც კი, სადაც მე თვითონაც ვაღიარებ, რომ გვაქვს მძიმე სიტუაცია, ეს არის აბსოლუტურად ობიექტური. ეს არ არის ჩვენი ბრალეულობა, ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს ჯერ კიდევ გრძელდება. ჯერ გავიდა 10 თვე. თქვენ რა უფლებით ამბობთ, რომ ვერ ვასრულებთ ამას? ახლა გაყევით სხვა დანარჩენს. ნახეთ ეკონომიკური საკითხები, აქაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბაღები არ აშენებულა ჯერ სოფლებშიო, 100 საწარმო სადააო. 205 საწარმო დავაფინანსეთ უკვე, საოცრება ხდება, 100 საწარმო ვთქვი მე. შეიძლება 1 წელიწადში საწარმო დაფუძნდეს? ჯერ უნდა მოიძიო როგორი გინდა, ვის უნდა, მასთან ერთად უნდა განიხილო, ბანკები უნდა ჩართო, ფული უნდა მისცე, უნდა დაუკვეთო, უნდა შემოიტანო და აამუშავო. შეიძლებოდა ეს 10 თვეში გაკეთებულიყო, როცა ამას ითხოვენ?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები