შემთხვევა საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში გამნაღმველები მუშაობენ

საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისი
forum.ge

დღეს, დაახლოებით დღის 16:00 სთ-ზე, 112-ში შეტყობინება შევიდა გაგარინის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში ნაღმის არსებობის შესახებ. როგორც ტაბულასთან საუბარში საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ განაცხადა, ამჟამად შენობაში მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები. მისივე თქმით, სიტუაცია არის სტაბილური და საქართველოს ბანკის კლიენტებს მომსახურებით სარგებლობა შეფერხების გარეშე შეუძლიათ.

კომენტარები