სირიის კონფლიქტი

გაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას ადასტურებს

un.org

გაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას ადასტურებს. გაეროს ინსპექტორთა ცნობით, გასულ თვეში დამასკოს ერთ-ერთ რაიონში თავდასხმის დროს ზარინის გაზი გამოიყენეს. თუმცა, დასკვნაში არ წერია, ქიმიური იარაღი რომელმა მხარემ გამოიყენა. ეს მათ დავალებაში არ შედიოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აღნიშნულ ფაქტს სამხედრო დანაშაული უწოდა.

"ინსპექტორთა ჯგუფის დასკვნით, ქიმიური იარაღი დიდი მოცულობით გამოიყენეს დამასკოს ერთ-ერთ რაიონში, გუტაში. ამ თავდასხმამ მეტწილად მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია", _ აღნიშნა ბან კი მუნმა.

ბან კი მუნის თქმით, სისხლის ანალიზის ჩატარებისას ზარინზე დადებითი შედეგი 85% შემთხვევაში აღმოჩნდა.

 

კომენტარები