ცესკოს თავჯდომარეობის კანდიდატები

სააკაშვილი არასამთავრობოებზე: მათ მსჯელობას ალბათ უნდა ვენდო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცესკოს თავჯდომარეობის კანდიდატად თამარ ჟვანიას დასახელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჟვანიას არ იცნობს. მისი თქმით, მან თავჯდომარეობა ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს და კახა კოჟორიძეს შესთავაზა. 

"საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის თამარ ჟვანია. ცესკოს თავმჯდომარეობა მე შევთავაზე კოჟორიძეს, ლომჯარიას და გიგაურს. რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამომდის ამ სამ ადამიანზე - არა. ისინი ძალიან ხშირად უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ. მიმაჩნია, რომ ლომჯარია და გიგაური არიან გულანთებული, ნორმალური ადამიანები. ამიტომ შევთავაზე მათ. ძალიან მესიმპათიურება ეს ხალხი, მიმაჩნია, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგი რამ უნდათ. მე ამ ადამიანებს ვიცნობ მხოლოდ ტელევიზორიდან. თუ თვითონ არ მოინდომეს და სხვა წარმოადგინეს, რომელსაც მე არ ვიცნობ, მე მათ მსჯელობას ალბათ უნდა ვენდო", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები