განზრახ მკვლელობა

ამნისტირებული მამაკაცი გურიაში ჩაცხრილეს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

ოზურგეთის რაიონის სოფელ ხვარაბეთში ამნისტირებული მოქალაქე გოჩა გუჯაბიძე საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს - იუწყება გურია ნიუსი.

შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან არ არის გარკვეული საკითხში.

გარდაცვლილის ცხედარი ბათუმშია გადასვენებული ექსპერტიზაზე. ადგილობრივების თქმით, გუჯაბიძე სახლიდან გამოიყვანეს და ადგილზე ჩაცხრილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს. 

  

კომენტარები