რუსეთში ვიზიტის შეფასება

ილია მეორე: დაიძრა საკითხი ჩვენი ლტოლვილების

Georgia's Orthodox Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა და სიონის საკათედრო ტაძარში, რუსეთში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა.

"მქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან. მქონდა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. მთავარი რაც არის, დაიძრა საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავის ოჯახებში, თავის სახლებში. ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი", - აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რუსეთის პატრიარქის კირილის მიწვევით, 23 ივლისს რუსეთში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კომენტარები