იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანი: პროკურორებს სჭირდებათ მშობელი, რომელიც მათ მოუვლის

https://www.facebook.com

"მოსამართლეებზე მეტად დღეს პროკურორებს სჭირდებათ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელი. რეალურად, მათ სჭირდებათ მშობელი, რომელიც მათ მოუვლის - მათ ინტერესს დაიცავს გარეთ და შიგნით წესრიგს დაამყარებს", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაზეთ მთელ კვირასთან საუბრისას.

იუსტიციის მინისტრი ინტერვიუში აცხადებს, რომ პროკურატურასთან ბევრი კითხვა აქვს, თუმცა "25 ივნისის შემდეგ, რაც პროკურატურის შესახებ ახალი კანონი ძალაში შევიდა, ამ კითხვებს აღარ ვსვამ, რადგან ეს კანონით ამეკრძალა".

თეა წულუკიანი პრემიერმინისტრს ეთანხმება და აცხადებს, რომ "პროკურატურა დღეს სუსტია და ვერ უმკლავდება იმ უსამართლობის განცდას, რაც საზოგადოებაშია".

"პროკურატურას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელსაც ნოემბრის შემდეგ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდა. ახლა ეს გაფორმებულია კანონით. ვფიქრობ, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ საქმეზე, რაც აბარია", - აცხადებს წულუკიანი.

 

 

კომენტარები