საპროტესტო აქცია

აქციის მონაწილეებმა დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

კოალიცია ქართული ოცნების მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანელიძემ კოალიციაში ყოფილი მხედრიონელები მიიყვანა. მათი თქმით, საპროტესტო აქციებს იქამდე გააგრძელებენ, სანამ საკადრო პოლიტიკა არ შეიცვლება.

აქციის მონაწილეები ქართული ოცნების სამეგრელოს რეგიონის კურატორად ყოფილი მემარჯვენეების წევრის ვალერი კვარაცხელის დაინიშვნასაც აპროტესტებენ.

კომენტარები