თავდაცვის სამინისტრო

გიგი კალანდაძე: ალასანია ცრუობს. მოიწამლა არა 13, არამედ 100-მდე ჯარისკაცი

გიგი კალანდაძე
primetimenews.ge

გენერალმა გიგი კალანდაძემ თავდაცვის მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კალანდაძე მუნდირის ტარების ღირსი არ არის. გიგი კალანდაძემ დღეს პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს მიმართა.

"ეს არის სიცრუე. სანამ თავდაცვის მინისტრი ჩემს მუნდირს შეეხება და ცილს დამწამებს, მინიმუმ, რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. მინდა პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილონ ფაქტზე, რომ ალასანიამ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ეთერში მოიტყუა, თითქოს 13 ჯარისკაცი მოიწამლა. სინამდვილეში მოწამლულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ადამიანს შეადგენდა და ეს ფაქტი ორი კვირის წინაც განმეორდა", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

კომენტარები