საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე იქნება

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, 2013 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ნესტან კირთაძე მიიღებენ. 

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერი განსაზღვრავს. პრაიმერიში მონაწილეობას გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე იღებენ.

კომენტარები