პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბრის ნაცვლად 31 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, თავდაპირველად დასახელებული თარიღი ტექნიკური შეცდომა იყო და სამართლებრივი აქტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად ოქტომბრის ბოლო კალენდარული დღის განსაზღვრას შეეხებოდა, უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.





