ფერწერა

Sotheby-ის აუქციონზე გუდიაშვილის ტილო 782 ათას ფუნტად გაიყიდა

sothebys.com

3 ივნისს ლონდონის Sotheby-ის აუქციონზე ლადო გუდიაშვილის ტილო 782 ათას ფუნტად გაიყიდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუდიაშვილის 20-იანი წლების ნაკლებად ცნობილი ფერწერული ტილო "ცდუნება" Sotheby-ის აუქციონზე გამოჰქონდათ გასაყიდად, ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისისში გახდა ცნობილი. ლოტის საწყისი ფასი 400-600 ათასი ფუნტი იყო.

აუქციონზე გუდიაშვილის ტილო "მნიშვნელოვანი რუსული არტის" კოლექციის ფარგლებში გაიყიდა. ქართველი მხატვრის ტილოს გარდა ამ კოლექციაში გამოტანილი იყო ნატალია გონჩაროვას, ივან აივაზოვსკის, დავიდ ბურლიუკის და ნიკალაი ფეჩინის ფერწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილმა "ცდუნება" 1921 წელს პარიზში დახატა, მოგვიანებით კი ის მსახიობ ნინო ნიკოლაძეს აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამავე აუქციონზე გაიყიდა გუდიაშვილის 1925 წელს პარიზში შესრულებული ტილო "შავი ნაკადული". მისი საწყისი ფასი 600-800 ათასი ფუნტი იყო, საბოლოოდ კი 937 ათას ფუნტად გაიყიდა.

კომენტარები