17 მაისის მოვლენები

გიორგი მარგველაშვილი

მაშინ, როდესაც ევროპაში კოცონებს ანთებდნენ, ჩვენთან ეს პროცესი არ მიმდინარეობდა. აქ ასევე არ ყოფილა ეთნიკური ნიშნით დევნა. ჩვენი მეფე მეჩეთშიც შედიოდა, როდესაც ევროპაში ინკვიზიცია იყო. ჩვენთან 26 საუკუნე ებრაელები ცხოვრობდნენ, როდესაც ევროპაში დარბევები იყო. ევროპელი ფეხბურთის ფანები ისეთ რამეს აკეთებენ, რომლის მსგავსი ჩვენთან არ მომხდარა. ძალადობა და აგრესია დადებითად არ არის აღქმული არც ევროპაში და არც საქართველოში და არ შეიძლება ასეთი შეფასებები მყისიერი ისტერიის რეჟიმში. არა მგონია, მომხდარმა ჩვენი ისტორიული ორიენტაცია შეცვალოს ქვეყნის შიგნით ან გარეთ. ეს პროცესი დამშვიდდება, ქართველები მეტს ვიტყვით ჩვენ შესახებ

მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.

კომენტარები