დაკავება

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლო
courts.ge

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ადვოკატი მოითხოვს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შეცვლას, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 000-ლარიანი გირაო, ხოლო ვანო მერაბიშვილს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

"დარწმუნებული ვარ, შეიცვლება ეს გადაწყვეტილება და ქუთაისი სააპელაციო სასამართლო პატიმრობიდან გაათავისუფლებს ვანო მერაბიშვილს", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

სააპელაციო სასამართლოს 72 საათი აქვს იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის საჩივარი განიხილოს.

კომენტარები