საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: ეს ყველაფერი ქვეყანას აყენებს ზიანს და არა ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil?fref=ts

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, აშშ-ში ოთ­ხდღი­ა­ნი ვი­ზი­ტის ბო­ლოს, გა­მო­ცე­მა Foreign Policy-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტზე სა­უბ­რობს და სა­სა­ცი­ლოს უწო­დებს პრე­მი­ერ­მი­ნისტრ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, იმის შე­სა­ხებ რომ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ტე­რო­რისტ ტა­მერ­ლან ცარ­ნა­ევ­თან ჰქონ­და კავ­ში­რი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აც­ხა­დებს, რომ ასე­თი ’’უგუ­ნუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი უც­ხო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯ­სა და პო­ზი­ცი­ებს ზი­ანს მო­უ­ტანს’’. 

"ეს სა­სა­ცი­ლოა, თუმ­ცა ორ­მა­გად სა­სა­ცი­ლოა, რო­ცა ამას პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ამ­ბობს. რა თქმა უნ­და, მათ აქვთ ში­და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ ისი­ნი ვერ არ­ჩე­ვენ ში­და სა­მოქ­მე­დო გეგ­მას იმ ზი­ა­ნის­გან, რაც მათ ქვეყ­ნის­თვის ოაქვთ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ამ ბინ­ძუ­რი გზე­ბით გა­აღ­ვი­ვონ ეჭ­ვე­ბი წი­ნა მთავ­რო­ბა­ზე, თუმ­ცა არ ფიქ­რო­ბენ სხვა შე­დე­გებ­ზე, იმ­დე­ნად უნ­დათ ჩვენ­თვის ძი­რის გა­მოთ­ხრა, რომ ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. შე­საძ­ლოა, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, ვა­შინ­გტონ­ში ისე­თი გავ­ლე­ნა გვაქვს, რომ ჩვე­ნი გავ­ლე­ნის შე­სარ­ყე­ვად, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ. მთა­ვა­რი აქ ისაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვე­ყა­ნას აყე­ნებს ზი­ანს და არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პო­ლი­ტი­კო­სებს. გარ­და ამი­სა, ეს არ არის სი­მარ­თლე", - აც­ხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ჯოშ რო­ჯინ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. 

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებ­საც ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს. 

"ყვე­ლა ჩვენ­მა მო­კავ­ში­რემ იცის, რა გა­ვა­კე­თეთ ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის, მაგ­რამ ისი­ნი შე­წუ­ხე­ბუ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან, რად­გან ეს ის ქვეყ­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მხარს გვი­ჭერ­დნენ. თუ­კი ახ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იტ­ყვის, რომ სი­მარ­თლე სხვა რა­მე­შია, რბი­ლად რომ ვთქვათ, ეს უც­ნა­უ­რად ჟღერს. მაგ­რამ, ამავ­დრო­უ­ლად, ეს არა­მე­გობ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნეს, ჩვე­ნი ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნის­თვის", - აც­ხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. 

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­მი­ე­რი ომის თე­მა­ზე თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით, რუ­სე­თის მთავ­რო­ბის რი­ტო­რი­კას აძ­ლი­ე­რებს.

"არ ვფიქ­რობ, რომ პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ამას შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს. ჩე­მი აზ­რით, ის მის­დევს იმ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, რა­საც რუ­სი რა­დი­კა­ლე­ბი აც­ხა­დე­ბენ. მი­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ემ­თხვე­ვა იმას, რა­საც რუ­სი რა­დი­კა­ლე­ბი და თა­ვად პუ­ტი­ნი აც­ხა­დე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს სა­ა­კაშ­ვი­ლი. 

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პე­ზი­დენ­ტი, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც აშშ-ის ვი­ცეპ­რე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ჯონ კე­რი­სა და ყო­ფილ პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშს შეხ­ვდა. 

კომენტარები