შიდა ქართლი

შიდა ქართლის გუბერნატორად ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა

შიდა ქართლს გუბერნატორად ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახლადდანიშნულმა უფროსმა, ანდრო ბარნოვმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი გუბერნატორი უკვე წარუდგინა.

ანდრო ბარნოვის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ჩხეიძე იმ კურსს გააგრძელებს, რომელიც რეგიონში მისი გუბერნატორობის დროს ხორციელდებოდა. 

ზურაბ ჩხეიძე სხვადასხვა დროს საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე საჯარო სამსახურებში მუშაობდა. 
ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტი ეკავა. 

შეგახსენებთ, შიდა ქართლის ყოფლი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

კომენტარები