პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრო ბარნოვი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრო ბარნოვი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. 

აღნიშნულ თანამდებობაზე ანდრო ბარნოვმა დავით ტყეშელაშვილი შეცვალა, ბარნოვს ამ დრომდე შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა ეკავა. ვინ იქნება მისი შემცვლელი. ამ დროისთვის უცნობია.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ტყეშელაშვილს, ის პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს.

კომენტარები