19 აპრილის აქცია

ხიდაშელი: ნაციონალებს, 18-19 აპრილს სამსახურის გაცდენისთვის, ხელფასები დაექვითებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, უმცირესობის წევრებს ''18-19 აპრილს სამსახურის გაცდენისთვის ხელფასები დაექვითებათ''. ამის შესახებ ხიდაშელმა, სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა. 
"ცუდია, როდესაც არ იქნება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი პარლამენტში. თუმცა, ესეც მათი დამსახურებაა. თავისუფლად შეეძლოთ შეეთავსებინათ, თბილისში რომ ყოფილიყო პარლამენტი. ხელფასიდან ჩამოეჭრებათ ამ ორი დღის ანაზღაურება. საპარლამენტო ცხოვრება ასეთია - ან ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ, რაც არ გაუკეთებიათ. ისეთ აპოკალიფსს ხატავენ, თითქოს 19 აპრილს დაირაზმება მთელი საქართველო და ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად მივა იქ, სადაც ვანო მერაბიშვილი საქართველოს წლების განმავლობაში სცემდა, კლავდა, წამლავდა და ა.შ.", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები