მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრემიერ მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანმა პრეზიდენტი სტამბულში დოლმაბაღჩას სასახლეში მიიღო.

პრეზიდეტნის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პროექტების განხორციელების პერსპექტივებსაც.

დღეს სააკაშვილი ინეგოლის დასახლებაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებსაც შეხვდება. ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა თურქ კოლეგასთან.

თურქეთში ვიზიტი ორ დღეს გასტანს.

 

კომენტარები