ქუთაისის საკრებულოში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.
როგორც ცნობილია, ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ხუთმა დეპუტატმა დაწერა, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილმა და ფრაქციის თავმჯდომარე კახაბერ ნემსიწვერიძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს 25-კაციან შემადგენლობაში, ნაციონალური მოძრაობა 14 წევრით ამ დრომდე უმრავლესობას ინარჩუნებდა.




