შსს

ხვალ შსს-ს მინისტრი და აშშ-ის ელჩი ერთობლივ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან

ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საძირკველს, ხვალ 2 აპრილს, 10:40 წუთზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსის“ ტერიტორიაზე ჩაუყრიან.

მათივე მონაწილეობით დაგეგმილია გემთსარემონტო საინჟინრო სახელოსნოს გახსნა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე 12:10 წუთზე. საზეიმო ცერემონიას მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი გახსნის.

 

 

კომენტარები