რუსეთი

წითელ მოედანზე ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს

მოსკოვში წითელ მოედანზე საპროტესტო გამოსვლა გაიმართა, რომელიც  დაპატიმრებული აქტივისტების საკითხს ეხებოდა, მათ შორის, ”ბალოტნაია 17” წევრების დაკავების საქმეს. ”ბალოტნაია 17-ის” წევრები პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს დააკავეს ”მასობრივი არეულობის”  მოწყობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორების თქმით პოლიციამ  გამომსვლელბი სწრაფად დაშალა და 14 ადამიანი დააკავა.  სამართალდამცავმა სამსახურებმა  წითელ მოედანთან მისასვლელი გზები გადაკეტეს, როგორც ჩანს პროტესტის თავიდან აცილების მიზნით.

აქცია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სერგეი უდალცოვის მიერაა ორგანიზებული. უდალცოვი ამაჟამ შინაპატიმრობაში იმყოფება. უდალცოვი ერთერთი იმათგანია ვინც პუტინის ინაუგურაციამდე, მაისის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა, და რის შემდეგაც პოლიციის წინააღმდეგ  ძალის გამოყენების  და ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. 

კომენტარები