საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის თარიღი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, რომ პარლამენტში მივიდეს და ანგარიშით წარდგეს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის თარიღი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება. 

"პრეზიდენტი პრინციპულად მზადყოფნას გამოხატავს, რომ პარლამენტში მოვიდეს, მაგრამ ეს ახირებებთან და ულტიმატუმებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. თავის დროზე შეცდომა იყო, რომ პრეზიდენტს პარლამენტის მისვლის საშუალება არ მიეცა", - დასძინა ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში აცხადებდა, რომ პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შესაძლებლობას მას შემდეგ მისცემდნენ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი გადაწყდებოდა და უმცირესობა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა.  

კომენტარები