თავდაცვის სამინისტრო

ალასანია: საქართველო განიხილავს მალის ევროკავშირის მისიაში მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინიტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან მალის სამხედრო მისიაში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას  თავდაცვის უწყება ავრცელებს.
"ჩვენ, უკვე კარგა ხანია მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ ჩვენ მთავრობაში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა სახის კონკრეტული, რა ფორმის თანამონაწილეობა ექნება საქართველოს", - განაცხადა ალასანიამ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოკომენტარში.
ევროკავშირის მისია მალიში თებერვალში დაიწყო. მისი მიზანია მალის სამთავრობო ძალების გაწვრთნა  ამბოხებული ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ საბრძოლველად. თავად ევროკავშირის მისიას არ მიიღებს მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში და მას მხოლოდ წვრთნის ფუნქცია ექნება. 

კომენტარები