პოლიტპატიმრები

ღარიბაშვილი: შესასწავლია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ხომ არ ჰქონდა ადგილი თანხის აღებას

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატმა დავით საყვარელიძემ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. კერძოდ, საყვარელიძემ განაცხადა, რომ ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით აქტიურად იყო მოლაპარაკებებში ჩართული და არსებობს სერიოზული ეჭვები და ვარაუდები, რომ მოლაპარაკებების დროს ფულის აღებაზე იყო საუბარი. დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ აღძრულა საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება იმას, ხომ არ ჰქონდა ადგილი რომელიმე ადამიანის მხრიდან თანხის აღებას, ალბათ, შესასწავლია. ურიგო არ იქნებოდა. პიროვნებებს მნიშვნელობა არ აქვს. საკითხი არის სენსიტიური და მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის ოთხი თუ ხუთი პიროვნება, რომელთა მიმართაც ჩვენ გვქონდა შეკითხვები და გვაქვს, რა თქმა უნდა, კონტროლის გარეშე არ იქნებიან", - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები