გუშინ, 15 მარტს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია იმედს.
გადაცემა ღია ეთერში, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებს მეშვეობის მისი საუბრები ისმინებოდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსით, მისი კომპიუტერის მეშვეობით საფრანგეთში მისი საუბრები ისმინებოდა.
"ვიყავი ერთ საქმეზე დაბარებული, ეს ეხება უკანონო მოსმენებს, სადაც პროკურატურა აპირებს, რომ დაზარალებულად მცნოს, მე მგონი, იმიტომ, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების მერე. ოქტომბერი-ნოემბერი სრულად და ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გამოგზავნილი ვირუსებით. თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლოს მიერ, რომელიც ახალი ხელისუფლების დანიშნული იყო და მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი. ეს ადამიანი, ვინც ამას აკეთებდა და ვინც ამაში ბრალდებულია, ამას აკეთებდა თავისი ინიციატივით, რისიც მე არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრალდებას უკვე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემაში მთავარი კითხვაში განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენები არ მიმდინარეობს.
"თუ მისი მხრიდან ამჟამინდელ მდგომარეობაზეა საუბარი, მისი განცხადება შეუსაბამოა. ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, თუ მისი განცხადება შეიცავდა ინფორმაციას, რომ ეს ხდებოდა ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება", - აღნიშნა კბილაშვილმა.





