პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტის განცხადება სუპერუპასუხისმგებლობაა

 საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი განცხადება ”სუპერუპასუხისმგებლობაა”.

”დაცვის სამსახური გაიყო და თავად მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახური დაექვემდებარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მის ადმინისტრაციას. შეუთანხმებლობა არის იმაში, რომ უშუალოდ პრეზიდენტის დაცვას უნდა ემსახურებოდეს 400 თუ 1800 კაცი. შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელშიც შესული იყვნენ როგორც დაცვის ექსპერტები, ასევე იურისტები და პოლიტიკოსები. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ვერ მოხდა შეთანხმება, რადგან ის შეთავაზება, რომელიც მთავრობას ჰქონდა, სააკაშვილისთვის იყო მიუღებელი. მან ჩათვალა, რომ 400 კაცი დაცვისთვის არ იყო საკმარისი. თუ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტი წავა იმაზე, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, ამას ცოტა სხვა რამე დაერქმევა. პრეზიდენტები აღარ ეკუთვნიან საკუთარ თავს და დაცვა არის აუცილებელი. ამიტომ ამ ტიპის განცხადებები არის სუპერუპასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს ცხელ გულზე ნათქვამია და ის დაცული იქნება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა”, - განაცახდა უსუფაშვილმა. 

უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფო დაცვის საკითხი მიმბული იყო  ელჩების დანიშვნის საკითხთან და არანაირი კავშირი არ ჰქონია საკონსტიტუციო ცვლილებების თემასთან.  უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არცერთი ელჩი პრეზიდენტის მიერ დანიშნული არაა.  

კომენტარები