ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: შედეგები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში 7-8 წელში შეიძლება დადგეს

"საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე აფხაზური და ოსური მხარეების ნეგატიური რეაქცია მოულოდნელი არ უნდა იყოს", განუცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტო ჯი-ეიჩ-ენს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ახალგორის რაიონში გაზის შეყვანაზე კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, შესაძლოა, რაიონში ბუნებრივი აირი ვერ შევიდეს. 

"კონფლიქტების მოგვარებაში ასე იოლად არაფერი ხდება. მხოლოდ ერთი მხარის ნებაზე არ არის დამოკიდებული ვითარების გამოსწორება. ამ მიმართულებით შიდა ოპოზიციასთან შეთანხმებაც კი საკმარისი არაა, მოწინააღმდეგეს უნდა შეუთანხმდე. ამიტომ დღეს საჭიროა გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება, რომელიც ყოველთვის აკლდა სააკაშვილს, და არ გავღიზიანდეთ იმ სიახლის მიმართ შიშზე, რაც აქვთ ოსებს და აფხაზებს", განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, 2 წელი მაინც დასჭირდება იმ პროცესების აღდგენას, რაც "სააკაშვილმა 2006 წელს შეაჩერა" და შედეგები აფხაზეთისა და ცხინალის რეგიონებში დაახლოებით 7-8 წელში შეიძლება დადგეს. 

 

კომენტარები