თამარ ჩუგოშვილი

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე პრემიერის აპარატში იმუშავებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი, პრემიერმინისტრის აპარატში იწყებს მუშაობას. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად, ტაბულა თამარ ჩუგოშვილს დაუკავშირდა.
ჩუგოშვილმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, რაც შეეხება ინფორმაციას პრემიერის მრჩევლად მისი დანიშვნის შესახებ, განაცხადა, რომ პრემიერის ''მრჩეველი, როგორც ასეთი, ჯერ არ ჰქვია''.
ჩუგოშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სტრუქტურის ჩამოყალიბება და კონკრეტულად რა პოზიციას დაიკავებს, მისთვის უცნობია. მისივე განმარტებით, ევალება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობა. 
თამარ ჩუგოშვილი წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აკრიტიკებდა სახელმწიფოს მხრიდან არსებულ დარღვევებს და აცხადებდა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს, არ იყო კორუფციული დანაშაული. 
საიამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, წინასაარჩევნოდ ფონდ ქომაგის შექმნაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა. ბიძინა ივანიშვილმა ჩუგოშვილს ქომაგზე განცხადების შეცვლა მოსთხოვა, რაზეც საია-ს თავმჯდომარემ უარი განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილმა საია-ს თავმჯდომარის პოსტი  2012 წლის დეკემბერში დატოვა

კომენტარები