ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრა დასრულდა

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შორის შეხვედრა დასრულდა. ალასანიას განცხადებით, მან პრემიერმინისტრს ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ ანგარიში ჩააბარა. "საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო. ბრიტანელ კოლეგებთან თანამშრომლობის ახალ ასპექტებზე შევთანხმდით და როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, პრემიერმინისტრს გავაცანი ვიზიტის შედეგები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებთან" მიმართებაში უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის მოწოდებას, ალასანიას განმარტებით, პარტიის საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. "მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომ იყვნენ საქმიან კოორდინაციაში, როგორც ადრე ვიყავით. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გადაულახავ პრობლემას. ყველა პრობლემა მოგვარდება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

 "მინდა გამოვეხმაურო მთავრობისა და კოალიციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და ამასთან დაკავშირებით გითხრათ, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ნორმალურად. ჩვენ ყველა საკითხზე გულწრფელად ვლაპარაკობთ როგორც კოალიციაში შემავალ პარტიებში, ისე მთავრობაში, მთავრობის წარმომადგენლები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ

კომენტარები