პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: უმცირესობის ინიციატივებს სერიოზულად არ ვღებულობ

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივაზე, ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე, კომენტარი გააკეთა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივებს სერიოზულად არ აღიქვამს.

"უმცირესობის ინიციატივებს მე აღარ ვღებულობ სერიოზულად. იმდენ სიცრუეს საუბრობენ და ისეთი ყალბები გახდნენ, რომ მაგათზე მეტს სერიოზულად ვერ ვილაპარაკებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. ამის შე­სა­ხებ, გუშინდელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნაც­ხა­და.

 

კომენტარები