ტრანსფერი

ბექჰემი PSG-ში ითამაშებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი კარიერას ფრანგულ პარი სენჟერმენში გააგრძელებს.

 37 წლის ბექჰემს, ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა კლუბებისგან უამრავი წინადადება ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, კონტრაქტი პარიზელებთან გააფორმა.

- რატომ PSG? იმიტომ, რომ მსოფლიოში რამდენ კლუბშიც მითამაშია, ყველგან წარმატებებს ვაღწევდი. მე წარმატებული ვიყავი მანჩესტერ იუნაიტედშიც და სწორედ ამიტომ არ მივიღე ინგლისური კლუბების შეთავაზება - მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იუნაიტედის გარდა სხვა ინგლისურ კლუბში არასდროს ვითამაშებდი.

ბექჰემმა PSG-სთან ხუთთვიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ცოლი ვიქტორია და ბავშვები კვლავ ლონდონში იცხოვრებენ, ხოლო ხელფასს, რასაც ფრანგულ კლუბში მიიღებს, მთლიანად პარიზში არსებულ ერთ-ერთ ბავშვთა ფონდში გადარიცხავს.

კომენტარები