თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსის ქონება დააყადაღეს

კომპანია თბილისის მიკროავტობუსში ქონების დაყადაღება მიმდინარეობს. გლდანის ავტოპარკში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან.

კომპანიის ქონების დაყადაღება თიბისი ბანკმა მოითხოვა. როგორც ცნობილია, თბილისის მიკროავტობუსს ბანკის მიმართ 2-მილიონიანი საკრედიტო დავალიანება აქვს.

"მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი, რომლის ფარგლებშიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დააყადაღეს კომპანია "თბილლაინის" ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება (ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსები). აღსანიშნავია, რომ სულ დაყადაღდება 153 ერთეული, რაც საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს შეადგენს", - განუცხადეს სააგენტო ინტერპრესნიუსს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

იმ შემთხვევაში თუ შპს თბილლაინი დავალიანებას 10 დღის ვადაში არ დაფარავს, დაყადაღებული მიკროავტობუსები ელექტრონულ აუქციონზე გავა.

კომენტარები