ბიზნესი

კომპანია ბარამბოს უძრავი ქონება დაყადაღდა

კომპანია ბარამბოს უძრავი ქონება შემოსავლების სამსახურის სასამართლოსთან შუამდგომლობის საფუძველზე დაუყადაღეს. შემოსავლების სამსახური დაყადაღებას კომპანიის ერთ-ერთი მეწილის იაგო ჩოჩელის ძმის, ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ მიმდინარე სარჩელის აღსრულებას უკავშირებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ბარამბომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის შემოსავლების სამსახურს უკანონო დაყადაღებასა და ზარალის გამიზნულად მიყენების მცდელობაში ადანაშაულებს. კომპანიის თქმით, ყადაღის გამო ბარამბო შსს-ს მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ ტენდერში მონაწილეობას ვერ იღებს. 

მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს, ცეზარ ჩოჩელს უკანონო შემოსავლებსა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაში ედება ბრალი. სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად 200,000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

 

კომენტარები