ბიუჯეტი

მერაბიშვილი: წარმოდგენილი მაჩვენებლები სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით დასტურდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ის მაჩვენებლები, რომელიც მან 22 იანვარს პრეზენტაციაზე წარმოადგინა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2012 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით დასტურდება. 

ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. 

''ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ 22 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე და რომელსაც უარყოფდა საქართველოს მთავრობა, დადასტურდა 25 იანვარს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით. უახლოეს მომავალში სავარაუდოდ გამოქვეყნდება სხვა მონაცემებიც, როგორიც არის დღგ-ს ბრუნვების, სესხებისა და დეპოზიტების და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები, რაც აგრეთვე დაემთხვევა ჩვენ მიერ დასახელებულ ციფრებს'', - აცხადებს მერაბიშვილი.

მისივე თქმით, მთავრობა ''სასწრაფოდ უნდა გადავიდეს საგანგებო მუშაობის რეჟიმზე და მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული საბიუჯეტო კრიზისი''.

შეგახსენებთ, 22 იანვარს ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა და განაცხადა, რომ ­სა­ქარ­თვე­ლო სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას.

 

კომენტარები