ველოსპორტი

ლენს არმსტრონგმა აღიარა, რომ დოპინგს მოიხმარდა

ყოფილმა ველოსიპედისტმა ლენს არმსტრონგმა პირველად  აღიარა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული მოიპოვა, დოპინგს მოიხმარდა.

სპორტსმენი წლების განმავლობაში უარყოფდა ბრალდებებს, რომ აკრძალულ პრეპარატებს იღებდა, თუმცა საბოლოოდ სიმართლე ოპრა უიმფრის შოუში სტუმრობისას გაამჟღავნა.

"უმრავლესობისთვის ალბათ უკვე ძალიან გვიანია და ეს ჩემი შეცდომაა. მე ამ სიტუაციას ვაფასებ, როგორც დიდ ტყუილს, რომელსაც განუწყვეტლივ  ვიმეორებდი. როდესაც მესმოდა, რომ არაკანონიერ ქმედებებში მადანაშაულებდნენ, ვცდილობდი, ყოველთვის მეპასუხა: ეს ტყუილია, ისინი მატყუარები არიან".

ლენს არმსტრონგი, ველოსიპედისტი, რომელმაც კიბოს დაავადებას თავი დააღწია და ჩვეული ცხოვრება განაგრძო, მილიონობით ადამიანისათვის შთაგონების წყაროდ იქცა.

არმსტრონგმა სახელმწიფოს დოპინგ სკანდალში სხვა მაღალჩინოსანი პირების გამოვლენასთან დაკავშირებით თანამშრომლობაც შესთავაზა, თუმცა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისაგან უარი მიიღო. შედეგად, დიდია იმის შანსი, რომ ყოფილი სპორტსმენი გარკვეული დროით გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

კომენტარები