საფრანგეთი

პარიზში მაღაზიათა ქსელ ვირჯინის ცენტრალური ფილიალი დაიხურა

საფრანგეთში მდებარე ცნობილი მაღაზიათა ქსელ ვირჯინის ცენტრალური ფილიალი, რომელიც ელისეის მინდვრებზე მდებარეობს, დაიხურა. მიზეზი DVD და CD ბაზრების გლობალური ვარდნაა. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ფილმებსა და მუსიკას ონლაინ ტვირთავს, რაც ვირჯინის მოგებას სულ უფრო მეტად ეტყობა.

„შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ კრიზისი მხოლოდ ელისეის მინდვრების ფილიალს შეეხო. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ თუ ელისეის მინდვრების ფილიალი დაიხურება, ყველაფერი დაიხურება“ - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი, ჟან-დამიენ ბასტიდი.

მდგომარეობას მძიმე მაკროეკონომიკური ვითარებაც ართულებს: საფრანგეთში - ევროზონაში სიდიდით რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში - უმუშევრობის ინდიკატორი 13 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია, მოსახლეობა კი ახალი ნივთების შეძენისგან თავს იკავებს.

აშშ-ში ვირჯინის ქსელის 23-ივე მაღაზია 2009 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად დაიხურა. საფრანგეთში ვირჯინის 26 მაღაზია ოპერირებს და ათასი ადამიანი მუშაობს. ქსელის მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიამ მალე, შესაძლოა, გაკოტრების შესახებ განცხადებაც გააკეთოს.

 

კომენტარები