30 დეკემბერს, გამთენიისას, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს შენობასთან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია შენობის შუშის ფასადი.
ამ წუთებში ადგილზე, გორში, სამართალდამცავები მუშაობენ, რომლებიც ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ატარებენ ექსპერტიზას იმის დასადგენად, თუ რა ნივთიერება აფეთქდა.





