პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი: როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას

"სურვილიც რომ მქონდეს, როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას," განაცხადა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში. ინტერვიუს მონაკვეთი პალიტრა-ტვ-იმ გაავრცელა. 

ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და სამართლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ ყველა შემოსული საჩივარი განიხილოს. 

"მე სურვილიც რომ მქონდეს, როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას. მივიდე და ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ დაწერონ?! მთავარ პროკურორს ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ განიხილონ თუ რით შევაჩერო ეს პროცესი?! დემოკრატია ისაა, რომ სასამართლომ უნდა განიხილოს ყველა საქმე და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი," განაცხადა ივანიშვილმა

კომენტარები