21 დეკემბერს, სამხრეთ სუდანის არმიამ გაეროს სამშვიდობო ვერტმფრენი ჩამოაგდო. გაეროს ცნობით, ეკიპაჟის 4 რუსი წევრი დაიღუპა. გაეროს ვერტმფრენი სადაზვერვო მისიას ახორციელებდა მაშინ, როდესაც სამხრეთ სუდანის არმიამ, მას ცეცხლი გაუხსნა. სამხრეთ სუდანის განცხადებით ვერტმფრენი მათ დევიდ იაო იაოს მეამბოხეების მომმარაგებელ ეკიპაჟში აერიათ.
გენერალურმა მდივანმა პან კი–მუნმა დაგმო მომხდარი. მან მოუწოდა სამხრეთ სუდანის მთავრობას დაუყოვნებლივ გამოიძიოს საქმე და პასუხი აგებინოს დამნაშავეების. ვერტმფრენი ეკუთვნოდა გაეროს მისიას სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში (UNMISS). UNMISS სამშვიდობო მისიას სამხრეთ სუდანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახორციელებს.
„ჩვენ ვნანობთ მომხდარს“ – განაცხადა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის, სამხედრო ძალების პრეს–სპიკერმა ფილიპ აუგერმა, “ჩვენ შევნიშნეთ თეთრი თვითმფრინავი და ვკითხეთ UNMISS-ის ქონდათ თუ არა მათ რაიმე ფრენა, მათგან უარი მივიღეთ, რის შემდეგაც არმიამ გახსნა ცეცხლი... მოგვიანებით გავიგეთ რომ გაეროს ფრენა ჰქონდა დაგეგმილი. მათ ჩვენთის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინათ".




