პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი სამართალდამცავებს ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას სთხოვს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პრეზიდენტზე მომხდარ ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და სამართალდამცავებს ინციდენტის გამოძიება მოსთხოვა. 

"ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიას,  ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი. ოპონენტების მიმართ აგრესია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით. მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები", ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები