მედია

რუსთავი 2-ის მფლობელი: გვარამიას დაკავება არის პირდაპირი ზეწოლა მედიაზე

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელმა გიორგი ყარამანიშვილმა არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, გვარამიას დაკავება მედიაზე პირდაპირი ზეწოლაა.

"რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას არხის მფლობელები აღვიქვამთ, როგორც პირდაპირ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშაულებაზე და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობას; მე არ ვიმყოფები საქართველოში და, პირველივე შესაძლებლობისთანავე, დავბრუნდები თბილისში. მანამდე, მივმართავ რუსთავი 2-ის ყველა თანამშრომელს - მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, განაგრძონ მუშაობა, რათა არხის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას", - ნათქვამია ყარამანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები