APPLE

ჩინეთში რეკორდული რაოდენობის iPhone 5 გაიყიდა

Apple-მა 3 დღის განმავლობაში ჩინეთში რეკორდული რაოდენობის, 2 მილიონი iPhone 5 გაყიდა. Apple-ის უკანასკნელი ტელეფონი ჩინეთში პარასკევს, 14 დეკემბერს გამოვიდა. 

ეკონომისტების შეფასებით, პროდუქციის ასეთმა პოპულარულობამ, შესაძლოა, Apple-ის აქციების ფასი გაზარდოს. ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანიის აქციები 2%-ით დაეცა და 500 დოლარის ნიშნულს ჩამოცდა. აქციების ფასის დაცემა Iphone-ისა და Ipad-ის გაყიდვების შემცირების შიშმა გამოიწვია. 

ტექნოლოგიის ბაზრის ექსპერტების მოსაზრებით, ჩინეთი უახლოეს მომავალში, შეიძლება, Apple-ისთვის ყველაზე დიდ ბაზრად იქცეს. კომპანიამ წლის მესამე მეოთხედში ჩინეთში 3.3 მილიონი ტელეფონი გაგზავნა.

ექსპერტების მოლოდინით, ბოლო მეოთხედში Apple მსოფლიოს 100 ქვეყანაში 49 მილიონ ტელეფონს გაგზავნის. 

 

კომენტარები